07:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 18:44:14, 553 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ჩემი მერობის პერიოდში არასდროს მიღებულა გადაწყვეტილება, რომ დახმარების მთხოვნელი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაგვეყო

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან შეურაცხმყოფელია ბრალდება, თითქოს, დახმარების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტი პოლიტიკური ნიშნით ყოფს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატ სოფიო ჯაფარიძის კითხვის პასუხად განაცხადა. 

„შეგიძლიათ, თქვენს კოლეგებს კითხოთ, რამდენ ადამიანს დავეხმარეთ. ეს არის ისეთი თემა, როგორ შეიძლება, ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით განსაზღვროს, ვის უნდა დაეხმაროს და ვის არა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება. დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ჩვენთვის. მერწმუნეთ, გეფიცები, ვინც ყველაზე საფიცარი მყავს, ჩემი მერობის პერიოდში, არასდროს მიღებულა ისეთი გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, დახმარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით, დაგვეყოს პოლიტიკური ნიშნით. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება, ყველაზე დიდი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად, მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შესახებ მსჯელობენ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics