|
2021-12-07 09:32:42, 877 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის წლის ბოლომდე 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს
მოსკოვმა, უახლოეს მომავალში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროსაბჭოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს „ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დავალიანების დარიცხულ პროცენტებთან ერთად, ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე. CMCE მიუთითებს, რომ რუსეთი დათანხმდა შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს, მაგრამ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ამასთან, ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა მემორანდუმი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, CMCE-მ მოუწოდა რუსეთს პირდაპირ გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული კომპენსაცია 2021 წლის 6 სექტემბრამდე, ან ხელი მოაწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს თანხების გადარიცხვაზე. მიმდინარე წლის თებერვალში, გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც მაშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის შეუერთდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან დეპორტირებული მოქალაქეებისვის კომპენსაციის გადახდის საკითხს. მან მოსკოვის პოზიციას „პატარა წინგადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ევროპის სასამართლომ მოსკოვს 2019 წლის დასაწყისში 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის მე–4 პროტოკოლის მე–4 მუხლის დარღვევით დაზარალებულმა პირებმა უნდა მიიღონ 2 000–2 000 ევრო. მოქალაქეები, რომელთა მიმართ ერთდროულად დაირღვა მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე–3 მუხლი (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა/დაკავება), რუსეთის სახელმწიფოსგან 10–დან 15 ათას ევრომდე უნდა ელოდონ.
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)