|
2021-12-06 14:17:44, 1928 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი ბრიტანეთისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება
დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) უფროსი რიჩარდ მური რუსეთს ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. მურის შეფასებით ოფიციალური მოსკოვის ქმედებები გაერთიანებული სამეფოსთვის კვლავაც „მწვავე საფრთხეს“ წარმოადგენს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უნდა მოვთოკოთ რუსეთის ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი.
კომიტეტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი ბრექსიტის მხარდამჭერ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა. ამისთვის ოფიციალური მოსკოვი „სპუტნიკის“ მსგავს მედიასაშუალებებს, ასევე „ბოტებსა“ და „ტროლებს“ იყენებდა. კომიტეტმა 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაც არ დატოვა უყურადღებოდ. ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის გაზრდილი კონცენტრაცია ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას მეტ მნიშვნელობას სძენს. ცივილური სამყაროს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ამხელენ რუსეთს დესტრუქციულ ქმედებებში და კრემლს აფრთხილებენ. პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად აიძულებს დასავლეთს გაერთიანდეს და ერთიანი პასუხი დაუპირისპიროს მოსკოვის აგრესიას.
ერთი წლის წინ Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რიჩარდ მური აცხადებდა, რომ რუსეთი ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების წინაშე მდგარი „დაღმავალი“ სახელმწიფოა, რომელიც სულ უფრო მეტად სუსტდება. ამავე ინტერვიუში დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ლონდონმა და ვაშინგტონმა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის „ფასის“ შესახებ გააფრთხილეს: „რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის პოზიციაში. მათ ასევე იციან, როგორია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, ვინაიდან კომუნიკაციის არხები ღიაა“. ლელა ონიანი
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


გავიხსენოთ, რომ 2020 წელს ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ევროპასა და ბრიტანეთში რუსეთის უკანონო საქმიანობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტმა რუსეთი 2014 წლის შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებით მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა. ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნა, რომ ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში დასავლურ დემოკრატიაში კრემლის პირველი მასშტაბური ჩარევის მცდელობა იყო. 
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)