08:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 12:02:16, 730 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე კალანდია რომში, NATO-ს მიერ ორგანიზებული პროექტის, REATC-ის კონსორციუმის შეხვედრას დაესწრო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ქ. რომში NATO-ს მიერ ორგანიზებული პროექტის REACT კონსორციუმის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი  მიზნად ისახავს  ჰაერის მონიტორინგსა და  ტერორისტული ან სხვა თავდასხმის შემთხვევაში "განგაშის სისტემის" შექმნას .

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცენტრის ხელმძღვანელმა, შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინა,რომელიც  რადიაციულ და ბირთვულ ინცინდენტებზე სამედიცინო რეაგირებასთან დაკავშირებით ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მზაობას ეხებოდა.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ელჩი  იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, იტალიის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics