10:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 14:34:45, 640 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გარემო დაცვისა და სოფლის ეურნეობის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკას შორის არაერთი მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.

ანა მარია შიკომ აღნიშნა, რომ აქტიურად იმუშავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნგრეთში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტსაც, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics