17:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 13:32:01, 2114 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ვადა შესაძლოა 6–დან 5–თვემდე შემცირდეს

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ვადა შესაძლოა 6–დან 5–თვემდე შემცირდეს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.

„განვიხილეთ მწვანე პასპორტების ამოქმედების საკითხი, რომელიც დღეიდან უკვე არის ძალაში. ასევე განვიხილეთ ეგრეთ წოდებული „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხი, რათა „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

გარდა იმისა, რომ ზოგადად ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვანია, ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და ბუსტერ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად დაამუშავებს ბუსტერ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი ბუსტერ დოზაზე ვადის შემცირებას ექვსიდან ხუთ თვემდე

18 წელი დარჩება ძალაში „ბუსტერ“ დოზებისთვის და თუ კიდევ დამატებით რეკომენდაციას მოგვცემს ექსპერტთა ჯგუფი, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე, სხვა შემთხვევაში ეს იყო 6 თვე და ახლა საუბარია 6-თვიანი ინტერვალის შედარებით შემოკლებაზე ყველა პირისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics