10:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 13:26:07, 729 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია – კარგია, ბოლო 2 დღის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ეს იმედის მომცემია

კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპის ზრდა იმედის მომცემია. მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა. 

„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედის მომცემია. რამ გამოიწვია ასეთი სტიმულაცია, ყველაზე მეტად თვალსაჩინო რა თქმა უნდა, გახლავთ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის გააქტიურება და როგორც ჩანს, ამაზე კარგი, დადებითი შედეგი იქონია ფინანსური წახალისების იმ სქემამ, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ 7 ნოემბერს 156 პირი აიცრა 60 წლის ზემოთ, 8 ნოემბერს ამ ასაკობრივი კატეგორიის პირების აცრამ 1000-სს გადააჭარბა და 3-4 ათასი იცრება ყოველდღე. პირველი აცრა არის მომატებული, რაც ძალიან კარგია. „ბუსტერ“ დოზებზე არ არის დღეს მაღალი აქტივობა, რადგან ამ 6-თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში მოსალოდნელია დეკემბრის ბოლოსკენ. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ეს ჯგუფი იმდენი, რომ აცრის მატება გამოიწვიოს. აცრის მატება შესაძლოა, უკავშირდება ასევე, „მწვანე საშვის“ ამოქმედებასაც“, - განაცხადა გაბუნიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics