10:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 17:35:20, 660 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ვაგრძელებთ შეხვდედრებს „მწვანე პასპორტის“ სისტემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აჭარის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ბიზნეს სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები.

მათივე ინფორმაციით, "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით საინფორმაციო სახის პირველი შეხვედრა კვების ობიექტების წარმომადგენლებთან გაიმართა.

„1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია კი ასევე პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

ბიზნეს სექტორთან შეხვედრას ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სიატემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორებთანაც.“ - ნათქვამია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics