|
2021-11-30 10:03:13, 806 ნახვა
პოლიტიკა
დენ ფრიდი – საქართველო შორდება თავის მეგობრებს, ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს!
საქართველო შორდება თავის მეგობრებს, ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს!, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ აქვს მომავალი და არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება კიდეც. "საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ. მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება სააკაშვილის დაკავებასაც. საქართველო შორდება თავის მეგობრებს. ვის აწყობს ეს? ალბათ, პუტინს, იმიტომ რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყვავართ. ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ "ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს?". საქართველოს სჭირდება, რომ მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ვინ გააკეთებს ამას, "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუ ვინმე სხვა. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და ის არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება კიდეც", – აცხადებს დენ ფრიდი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)