04:22 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 14:07:37, 755 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი თანამდებობა გადადოს და გადაეშვას მორევში

ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა გზაში ვინმე მოეკლა ან დილეგში ჩაესვათ, საიდანაც მისი ცოცხლად გაშვების შანსი მინიმალური იქნებოდა. 

„არასდროს არ ვყოფილლარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში, სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასი, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს, ყველა ამ ლექციებში მიხდიან ბევრ ფულს და ამგვარად მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი, დროებით, ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართელოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი შეიძლებოდა გზაში, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგშში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოსვლის შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი ფუფუნებაზე, პატივისცემაზე, თანამდებობაზე, ევროპის ყევლაზე დიდ ქვეყანაში, გადადგოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავისს დაძვრენის შანსი არის ძალიან დაბალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics