10:23 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 09:59:52, 423 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეიკრიბებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, დღეს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.

„მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და ადამიანებს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე შესტკივათ გული, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება“, – მოუწოდეს მხარდამჭერებს პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული ექს–პრეზიდენტი სასამართლო პროცესს, თუმცა ცოტა ხნის წინ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან პენიტენციური სამსახურის მანქანა და ესკორტი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics