2021-11-28 22:42:09, 2079 ნახვა
ომი უკრაინაში
შვეიცარიამ გამართულ რეფერენდუმზე კოვიდ რეგულაციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა
რეფერენდუმზე შვეიცარიამ სამთავრობო ზომები პანდემიის საწინააღმდეგოდ, მათ შორის სანიტარული საშვის შემოღება, ინდივიდუალური QR კოდებით დაამტკიცა. რეფერენდუმში გამკაცრების მომხრე, ამომრჩეველთა 62,1% აღმოჩნდა.
13 სექტემბრიდან, შვეიცარიაში რესტორნების, კინოთეატრებისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილების მოსანახულებლად სამი დოკუმენტიდან ერთი უნდა იყოს წარმოდგენილი: სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი, PCR ტესტის უარყოფითი შედეგები ან გადატანილი COVID-19-ის სერტიფიკატი.
შვეიცარია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მთავრობის მიერ დაწესებული სანიტარული ზომების საკითხი რეფერენდუმზე დადგა. ის ინიცირებული იყო კოვიდ სერთიფიკატების მოწინააღმდეგეების მიერ, მათ შორის ქვეყნის უდიდესი კონსერვატიული შვეიცარიის სახალხო პარტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან