11:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-28 11:55:00, 871 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ში“ ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ოსპტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება.

ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით სამკერვალო ფაბრიკა შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ-ში ჩატარდა. პარალელურად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ვაქცინის ჩატარებისგან. 

შეხვედრაზე საწარმოს თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უპირატესობების შესახებ აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი, ნესტან შერვაშიძე ესაუბრნენ, ასევე უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს. 

დღეისათვის აჭარაში ჩატარებულია 235 107 დოზა ვაქცინა, აცრილია სამიზნე კონტიგენტის 66.8%. ვაქცინა ჩატარებული აქვს 12-დან - 15 წლამდე 73, ხოლო 16-დან - 17 წლამდე 2 052 მოზარდს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics