|
2021-11-26 18:04:33, 1300 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა
საჯარო რეესტრის სააგენტომ ძალადობრივი ორგანიზაციის “ალტ-ინფოს” პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” რეგისტრაცია შეაჩერა. დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ 10 დღე მიეცათ. როგორც რეესტრი დასაბუთებაში წერს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო არ შეესაბამება: ყრილობის ოქმის მიხედვით, პარტიის გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას. პარტიის ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან”. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება კი ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ. პარტიის წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ. რეესტრი განმარტავს, რომ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში პარტიის სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად; სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას. წესდებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ემბლემა არის შინდისფრად გამოსახული 5 მცირე ზომის ჯვარი, რომელიც მთლიანობაში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ჯვრის სახით. ჯვრის გვერდით, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილია პარტიის ოფიციალური დასახელება. სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების სხვადასხვა მუხლებში. პარტიის წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას. რეესტრის თქმით, ურთიერთშეუსაბამოა წესდების 16.3. და 17.5. მუხლები, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეეხება. რეესტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
„საქართველო პირველ რიგში“ ოპოზიციას ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ურჩევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)