|
2021-11-25 22:27:51, 812 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ჯარიმაზე - არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არხის დაჯარიმების შესახებ, მათი დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი განცხადებით, უპრეცედენტოა ჯარიმის ოდენობაც — საუბარია 112 ათას ლარზე. არხის დირექტორი აცხადებს, რომ თანხას არ გადაიხდიან და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. გვარამია კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამის მიზანი არხის სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვაა. "გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2 კლიპის გამო: პირველი იყო სირცხვილიას კლიპი — ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა, როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ორი კლიპი იყო ასეთი — ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომელიც სააკაშვილზე საუბრობენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე. აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა წინასაარჩევნო კლიპებად, პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გაიყვანა", — განაცხადა ნიკა გვარამიამ. გვარამიას თქმით, ახლა არც წინასაარჩევნო პერიოდია და არც მიხეილ სააკაშვილია საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაოტომ მიიჩნია კომუნიკაციების კომისიამ ეს ვიდეოკლიპები პოლიტიკურ რეკლამად. მან კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარესა, კახა ბექაურსა და წევრებს, ვახტანგ აბაშიძესა და ეკატერინე იმედაძეს "ივანიშვილის პირადი ცენზორები და თავისუფალი სიტყვის ჯალათები" უწოდა: "ხვალიდან ჩვენთან გავა აი ამ სამ ადამიანთან დაკავშირებით კლიპი — "იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს". ესეც პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვლება? ძალიან მაინტერესებს".
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)