|
2021-11-25 13:05:57, 745 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პოლიტიკური კრიზისი აქვს არა ქვეყანას, არამედ „ნაცმოძრაობას“, იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პოლიტიკური კრიზისი და უნდა იზრუნონ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ სააკაშვილის აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა. „ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია, ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში. რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ. აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და სასჯელი უნდა მოიხადოს. „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. მას მოუწევს ციხეში ჯდომა. მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)