|
2021-11-25 12:00:39, 678 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. როგორც ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე. „ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - აღნიშნა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)