|
2021-11-25 10:28:10, 557 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - EU-ში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბარს კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ
იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის ცვლილებების საწყისი გახდება. "პრინციპი - მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის, რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს, თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა გახდეს ცვლილებების ფურცელი, თანამშრომლობის ახალი თავი. იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე, ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველოს სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას, ჩვენ აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან," - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)