|
2021-11-24 13:05:13, 529 ნახვა
საზოგადოება
25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება. - ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას. აღნიშნული სამუშაოების გამო, აუცილებელია სამანქანო გზის ორმხრივი მოძრაობის აკრძალვა, რის გამოც 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი - N90-დან N100-მდე, ორმხრივად ჩაიკეტება. ამასთან, შეიცვლება N57 და N80 ავტობუსების სამოძრაო სქემაც. ისინი ორთაჭალის ქუჩა N90-მდე მივლენ. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)