|
2021-11-24 12:34:50, 443 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში" 2017 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ „ლეოგრანდის" ტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენი ვალია მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ეს სასტუმრო თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2017 წელს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში" გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა საქართველოს ათი მოქალაქის და ერთი ირანელის სიცოცხლე შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)