|
2021-11-22 18:34:49, 708 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. ამასთანავე, ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხიც. "მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რაც მისი ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და აქედან გამომდინარე, ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი.თავისთავად, პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)