18:45 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 18:33:50, 722 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დაორგანიზდეს უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით სასამართლო, რომლითაც სააკაშვილს უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა ექნება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უცხოელი მოსამართლეების მოწვევის ინიციატივით გამოდის.

ვაშაძის თქმით, ეს იქნება სასამართლო მექანიზმი, რომლითაც ექსპრეზიდენტს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება.

"უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში, დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება მიხეილ სააკაშვილს. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისათვის, რომ სანამ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას არ ექნება შესაბამისი ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული არამხოლოდ პრეზიდენტებთან, არამედ სხვა პოლიტიკურად აქტიურ საქმეებთან მიმართებაში", - აცხადებს ვაშაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics