|
2021-11-22 18:15:46, 775 ნახვა
პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი - აშშ ძალიან აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. „შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგებით, ნატოს ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. 2015-2021 წლებში საქართველო გახლდათ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი,“ - ნათქვამია წერლიში. ამასთან, სახელმწიფო მდივანი მადლიერებას გამოხატავს ავღანეთიდან 2500-ზე მეტი პირის ევაკუაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის. „გიერთდებით თქვენ და ქართველ ხალხს და პატივს მივაგებ იმ 32 ქართველს, რომელთაც თავი გასწირეს და 300-ზე მეტ იმ ადამიანს, რომელნიც დაიჭრნენ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის დროს. აშშ ძალიან აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში. ჩვენ ველით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი საერთო ინტერესების გაძლიერებისთვის“, - წერს ენტონი ბლინკენი წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)