15:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-21 12:18:33, 848 ნახვა

საზოგადოება
ჩოხოსნებთან ერთად მივიდა, რომ ძალა აჩვენოს - მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით დახვდნენ

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წაჩხურუს ტაძარში წირვის აღსავლენად მივიდა, განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ.

მეუფე სტეფანე მონასტრის ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან და ჩოხოსნებთან ერთად მივიდა.

როგორც ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა, მამა ათინოგენემ განაცხადა, ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტს ჩოხოსნები და პოლიცია ძალის საჩვენებლად მიჰყავს, რადგან მას არცერთი ადგილობრივი არ აღიარებს.

„კიდევ ერთხელ ვამბომ,  კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. მას არცერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, არცერთი ადამიანი ამას არ იღებს აქ, "კაზაკები" რომ ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ. ეს არ არის ქრისტიანობა და ეს არ არის მართლმადიდებლობა. მოლოდინი რა უნდა მქონდეს, კარგის არაფრის. პირველ დღეს, როდესაც "კაზაკებთან" ერთად "მილიცია" იყო შესული და გამოყარეს მონაზვნები იქიდან, იგივეს გააკეთებენ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ ",- განაცხადა განკვეთილმა მამა ათინოგენემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, დღეს მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics