|
2021-11-20 12:37:00, 626 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულების მოკლე და გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია „თავისუფალ სივრცეში” წარადგინა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულების მოკლე და გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია ,,თავისუფალ სივრცეში“ წარადგინა. შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ინდირა ნაკაიძემ აუდიტორიას დეტალურად წარუდგინა ბოლო წლებში სოციალური მიმართულებით დანერგილი ახალი სერვისები - დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილტაციის, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიულ პაციენტთა თავშესაფრით უზრუნველყოფის და ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამები. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს დაგეგმილი სიახლეები, კერძოდ: იგეგმება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილტაციის პროგრამების ბიუჯეტის, შესაბამისად მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა. ასევე დაგეგმილია, ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა და პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები. გაიზრდება მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებიც. სამინისტრო 2022 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას აანონსებს და 3 251 400 ლარს შეადგენს. ,,მსგავსი შეხვედრა არ არის პირველი, პირადად მე 2018 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენი თემის არაერთი რეკომენდაციაა გათვალისწინებული და გვაქვს ამისი პოზიტიური პრაქტიკა“ - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ წარმომადგენელმა, დეა ერემაშვილმა. პრეზენტაციის ბოლოს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)