|
2021-11-20 12:16:51, 1111 ნახვა
სამართალი
ამერიკული მხარის ორგანიზებით მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება დასრულდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორის სწავლებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინსტრუქტორები და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ. სწავლების დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ალექსი ბატიაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მასობრივი განადგურების იარაღი და კიბერსაფრთხეები, ციფრული მტკიცებულებების შენახვა, ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, გამოძიების მეთოდები მობილური მოწყობილობის გამოყენებით და სხვ. სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)