21:39 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 03:28:42, 938 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე შევიდა გორის კლინიკის ტერიტორიაზე.

გორში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.

ადგილზე მივიდნენ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი, ასევე, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და დედა, გიული ასალანია. გვრამიამ, როგორც რამდენიმე საათის წინ, ახლაც განაცხადა, რომ შესვლას აპირებენ, რადგან სურთ დააკვირდნენ სააკაშვილის შეყვანას კლინიკაში, რომ არ განმეორდეს იგივე, რაც გლდანის ციხეში შეყვანისას.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პროცედურამ ნორმალურად ჩაიარა, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე. მისი თქმით, ხვალ იუსტიციის სამინისტროსთან დააზუსტებენ დეტალებს, თუ რა სიხშირით და როგორ შეძლებენ სააკაშვილის მონახულებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics