|
2021-11-19 18:28:20, 586 ნახვა
საზოგადოება
შქმერში მანქანუმის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
„შქმერის” მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ლიცენზიატი კომპანიის - შპს „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს აღებული ვალდებულების შესრულებას, მათ შორის გარემოსდაცვით საკითხებს, რეკულტივაციის უზრუნველყოფას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ა.შ. „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა ვალდებულება, რაზეც მოსახლეობასთან შეთანხმდებიან, მემორანდუმში გაიწეროს და მისი ყოველი პუნქტი მკაცრად გაკონტროლდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რასაც ლიცენზიანტი კომპანია მოსახლეობის წინაშე დებს, არის ის, რომ ადგილზე არ აშენდება გამამდიდრებელი ფაბრიკა, რათა არ დაბინძურდეს არსებული წყლები, კომპანია ასევე აცხადებს, რომ მანგანუმის მოპოვების არეალში, ყოველი ორასი მეტრის ფართობის დამუშავების მერე მოხდება მიწის რეკულტივაცია, ის დაუბრუნდება თავდაპირველ სახეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება მომდევნო ორასი მეტრის ფართობიდან წიაღისეულის მოპოვება და კვლავ მიწის რეკულტივაცია. მათივე ინფორმაციით, კომპანიაში ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის კიდევ იქმნება სხვა, დამატებითი სამუშაო ადგილებიც, მათ შორის, ფერმებსა და საკალმახეებში, რომელთა შექმნასაც კომპანია აპირებს. როგორც „ტექნოლოჯი 2021“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, არ ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას, თუმცა, არსებობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არასაკმარის არგუმენტებით აპროტესტებენ მათ საქმიანობას. შქმერში გამართული შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კვლავ გაიმართოს მხარეებს შორის დისკუსია და უფრო დეტალურად განიხილონ აღნიშნული საკითხები.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)