|
2021-11-19 16:52:17, 895 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს, ამ წუთებში განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა გამოსავალია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით. „მე შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან და ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, კოლეგებთან საუბარზე და გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, ფრთხილები, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება შესულიყო და სწრაფად გამოეტანა პოზიცია მიხეილ სააკაშვილის, ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით და ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა, ეს უნდა იყოს ადვოკატების თანდასწრებით, ამიტომ, მე როგორც ვთქვი, გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ეს არის ამ უკიდურეს კრიზისის ფონზე საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)