|
2021-11-19 16:41:10, 780 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტულად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო
ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითადად ასპექტს, პირველი, ეს არის სამედიცინო მხარე და მეორე, უსაფრთხოება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელისუფლების შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილისთვის, გადაიყვანონ ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში. კობახიძის თქმით, ხელისუფლების ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო. „ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითადად ასპექტს, პირველი, ეს არის სამედიცინო მხარე და მეორე, უსაფრთხოება, რომელიც ჩვენთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. გორის ჰოსპიტალი არის ის ჰოსპიტალი, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან. შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტულად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რა არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)