|
2021-11-19 15:18:37, 2402 ნახვა
პოლიტიკა
ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს
ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვიი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთანავე, მინისტრი აღნიშნავს, რომმ ოპონენტების მხრიდან პროვოკაციის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება კვლავ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. „ადამიანის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამმომდინარე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, ვთავაზობთ შემდეგ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინიტროს სამხედრო ჰოსპიტლში, ეს არის ადგილი სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)