|
2021-11-19 13:39:23, 751 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ე.წ ექიმებისა და ე.წ კლინიკების ასოციაცია „ნაცმოძრაობის“ „ფეიკია“ - ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს?
ასოციაცია არის ხოლმე 100-კაციანი, 1 000-კაციანი, 10 000-კაციანი და ორ კაციანი ასოციაცია არ არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდოარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების ასოციაციის პოზიციასთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, ე.წ ექიმებისა და ე.წ კლინიკების ასოციაცია არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფუძნებული „ფეიკი“. „ასოციაცია არის ხოლმე 100-კაციანი, 1 000-კაციანი, 10 000-კაციანი და ორ კაციანი ასოციაცია არ არის ასოციაცია. ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს? არის ორი ე.წ ასოციაცია, ეს არის ე.წ ექიმებისა და ე.წ კლინიკების ასოციაცია, ორივე არის ორკაციანი და ორივე არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფუძნებული „ფეიკი“. როდესა ორი „ფეიკი“ აფასებს სხვა „ფეიკს“, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)