16:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 12:56:24, 696 ნახვა

საზოგადოება
პენსიონერები, რომლებიც 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში აიცრებიან, 200 ლარიან დახმარებას დღეიდან მიიღებენ

„60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ფულადი დახმარების თანხამ 2,024,200 ლარი შეადგინა“,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

60 წლის და  ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც  პირველი დოზით აცრილები   ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად  ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან , ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა "ლიბერთი ბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლადგახსნილ  ანგარიშზე მოხდება.

იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი , რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი  დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება,  თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics