|
2021-11-19 10:33:26, 666 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი მთავრობას - დაუყოვნებლივ უზრუნველყავით სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყავნონ. "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს", - აცხადებს დენისოვა. ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ასევე სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობას. "მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება", - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)