|
2021-11-19 04:00:09, 592 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფული არაა, თუმცა საყურადღებოა
ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფული არაა, თუმცა საყურადღებოა.- ამის შესახებ ხუნდაძემ გლდანის ციხეში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ჩვენი შესვლა, შესაძლოა, მისთვის ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენ ხომ პაციენტის ინტერესების გამო შევედით? ამიტომ, მოვერიდეთ ამ დაძაბულობას. საერთო სურათის წარმოსადგენად ჩვენთვის საკმარისი იყო ლაბორატორიული მონაცემების გაცნობა, ექიმებთან გასაუბრება, მათ შორის, მის პირად ექიმთანაც და საერთო სურათის ძალიან კარგად წარმოდგენა. მისი მდგომარეობა არ არის კატასტროფული, მისი მდგომარეობა არის საყურადღებო. ეს საყურადღებობა, შესაძლოა, თუ შიმშილობას არ შეწყვეტს, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს. ყველა ქმედება, ჩვენი რეკომენდაცია და დამოკიდებულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე - დაწყებული ადგილზე მომსახურებიდან, დამთავრებული, საჭიროების შემთხვევაში, მისი გადაყვანით." - განაცხადა ხუნდაძემ. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)