|
2021-11-18 18:02:28, 783 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ უმასპინძლა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელი წლების განმავლობაში, საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, თამაზ დარჩიძეს გადაეცა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია დაესწრნენ. „იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო იაპონია-საქართველოს ურთიერთობებში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადაეცა თამაზ დარჩიძეს. იაპონურმა ბაღმა უმასპინძლა არაერთ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენმა საელჩომ განახორციელა. 2016-2017 წლებში ჩატარდა ჩაის ცერემონიები. ასევე, 2020 წელს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაირგო საკურას ხეები. მომავალ წელს აღვნიშნავთ საქართველო-იაპონიის ურთიერთობების 30 წლისთავს და ბევრ კულტურულ ღონისძიებას ვგეგმავთ. მოხარული ვიქნები, თანამშრომლობა გაგრძელდეს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთანაც“, - განაცხადა იმამურა აკირამ. ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მადლობას უხდის. „ჩემთვის საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის მიღება დიდი პატივია. ეს ჯილდო არ არის მხოლოდ ჩემი, ეს იმ ორგანიზაციასაც ეკუთვნის, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, არაერთ პროექტზე მემუშავა, რომელმაც დააახლოვა იაპონელი და ქართველი ხალხი, პოპულარიზაცია გაუწია, როგორც იაპონურ კულტურას, ასევე, იაპონურ საბაღე ხელოვნებას“, - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების სიგელი გამორჩეული წარმატებისთვის საერთაშორისო არენაზე, უცხოელ ან იაპონელ პირებსა თუ ჯგუფებს გადაეცემათ. ჯილდო წარმოდგენილია სერტიფიკატითა და სამსახსოვრო საჩუქრებით. დაჯილდოების ცერემონია იაპონური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა. იაპონური ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს, თბილისის მერიისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის ძალისხმევით, 2017 წელს დასრულდა, პროექეტი საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას ეძღვნება.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)