02:11 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 17:30:19, 653 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მე-18 დაწესებულება ერთადერთი კლინიკაა, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ მოშიმშილე პატიმრებს

ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო აღჭურვილობას კლინიკაში შესაბამისი სამსახურები დაამატებენ.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ არის აღჭურვილი თავისი ტექნოლოგიებით და ექიმებით არსებული საავადმყოფო, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ვერ მოვისმინეთ ის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოსტშიმშილობის პერიოდი უპრობლემოდ გაიაროს პატიმარმა. ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს, სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენი ყველას მოწოდებაა, რომ ყველა მოშიმშილე ადამიანმა შეწყვიტოს შიმშილობა ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,- აღნიშნავს კალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics