17:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 17:15:54, 547 ნახვა

საზოგადოება
„Post Europ”-მა ქართული მარკის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გაავრცელა

ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანებამ  “Post Europ” - მა თავის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე გაავრცელა ინფორმაცია ქართული მარკის შესახებ, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და  ბექობის არწივი.- ამის შესახებ ინფორაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათი თქმით, აღნიშნული მარკა „Europa 2021“ შექმნილია "Post Europ" - ის ეგიდით და მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებისადმი.

„აღნიშნული მარკა საქართველოში 2021 წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში, საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით.  “Post Europ” - ის მეშვეობით კი მის შესახებ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით გავრცელდა. აღნიშნულით, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ. 

"Post Europ" - ის აქციას 2012 წლიდან ახორციელებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics