17:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 13:32:12, 517 ნახვა

საზოგადოება
საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია კერნელს შორის გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა კერნელმა 525 000  ლარი გრანტის სახით მიიღო. - ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერნელი ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში. კერნელის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილობა, რომლის არქიტექტურაც  კერნელის გუნდს საშუალებას აძლევს დამატებითი (დროითი და ფინანსური) დანახარჯის გარეშე პროდუქტი მოარგოს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო მოთხოვნებსა და რეგულაციებს.

კერნელი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა, 2020 წლის დასაწყისში სტარტაპმა მოიპოვა GITA - ს 100 000 ლარიანი გრანტი, რომელმაც კომპანიის გუნდს საშუალება მისცა განევითარებინა პირველი პროდუქტი და მოეზიდა პირველი მომხმარბელები. 

კერნელი 500 Startups Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა, რამაც საშუალება მისცა კომპანიას გადასულიყო განვითარების ახალ ეტაპზე. კერნელის ინვესტორები არიან Digital Area (500 Startups-ის ფარგლებში), საინვესტიციო კომპანია „რევაპ გრუპი“ და საერთაშორისო კერძო ინვესტორი.

მიღებული  გრანტი მოხმარდება ფილიპინურ ბაზარზე ზრდის ტემპის აჩქარებას და ინდოეთის ბაზარზე შესვლას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics