03:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 21:47:42, 798 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე - დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრებისთვის

დღეს მითხრა, რომ რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ, შესაძლებელია, ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოს  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

დეკანოიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს უჭირს წონასწორობის სენარჩუნება და საუბარიც კი.

" დღეს მითხრა, რომ რამდენიმე დღეა არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად. მითხრა, რომ წნევის ცვალებადობაა ძალიან სერიოზული, რაც გულისხმობს იმას, რომ, შესაძლებელია, ჰიპერტონიული კრიზისი დაემართოს და ჰქონდა რამდენჯერმე უკვე. რა თქმა უნდა, ფერი აქვს ძალიან მძიმე, ყვითელი და კიდევ უფრო ფერმკრთალია. გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში, როდესაც მე მოვინახულე, ახლა გაცილებით უფრო სუსტადაა. გულწრფელად რომ გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალებაც აღარ გვქონდა იმიტომ, რომ სისუსტე იყო გამოხატული რაც მე თვალით სევამჩნიე წონასწოროების შენარჩუნება უჭირს. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ასევე ესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები.

"მან მითხრა, რომ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები მის მიმართ ფანჯრებიდან დღის გარკვეულ მონაკვეთებში, ახლა რომ ვიყავი მეც მესმოდა, რაც ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ექნება შესაძლებლობა ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის. გარდა ამისა, ძალიან წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს არ მიეცა მისი მონახულების შესაძლებლობა". –  განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics