18:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 17:35:15, 534 ნახვა

საზოგადოება
მწვანე სტატუსის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ კოვიდ-ინფექციის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტექსტის საბუთით, ასევე აპლიკაციით

მწვანე სტატუსის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ - კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მოხსნილია ვადები კოვიდ-ინფექციის გადატანის შემთხვევაში და  თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს.

„ჩვენ მოვხსენით ვადები კოვიდ-ინფექციის გადატანის შემთხვევაში. 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს. საქართველოში მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს სწრაფი ტესტის მეშვეობით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოქმედებს. მოქმედებს ასევე ვებგვერდი covidpass.moh.gov.ge, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ვებგვერდი. ასევე იქნება მარტივი აპლიკაცია, რომელსაც ერქმევა covidpass, სადაც მოქალაქეები მარტივად შეძლებენ დამოწმებას. მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი ცნობით, რომელიც მათ ხელთ აქვთ - კოვიდ-ინფექციის გადატანის, ვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტი. ასევე ისარგებლონ აპლიკაციით", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics