|
2021-11-16 16:28:29, 877 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პლენარულ სხდომაზე უფლებამოსილების შეწყვეტას 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის ორმა წევრმა მისცა ხმა. ცნობილია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიაში წარდგენილი ჰერმან საბო შეცლის. პარტია "ლელო" საპარლამენტო მანდატს კი სრულად კარაგვს, რადგან საარჩევნო სია სრულად ანულირებულია.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით გახდა. მან დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს, ოპოზიციის შეკრებაზე გააკეთა. ამ განცხადებიდან მალევე, მანტადის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მათ ამ ფორმით ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)