04:40 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 12:26:38, 699 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევოლუცია და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია

დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევოლუცია და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქადაგიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, შეწყვიტონ ბოიკოტი და შიმშილობა, იმუშავონ პარლამენტში, რათა მიიღონ რეალური გადაწყვეტილებები.

„ორი არჩევნები ჩატარდა საქართველოში, ოპოზიციამ ორივე არჩევნები წააგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი არ აჩერებენ მცდელობას, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციაში შეიყვანონ. ეს არის ჰიბრიდული ომის ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც დღეს, გარკვეული დეპუტატები ტოვებენ მანდატს, იმ მანდატს, რომელიც ხალხმა მიანიჭა და დესტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, „ქართული ოცნება“, არავითარ შემთხვევაში არ მისცემს არავის საშუალებას, რომ ეს სცენარები საქართველოში განხორციელდეს და მისცემს. ჩვენს ქვეყანას ევოლუცია სჭირდება და არა თითიდან გამოწოვილი რევოლუცია, რომელსაც უბედურების მეტი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ ყველას, რომ ბოიკოტის ნაცვლად, შიმშილობის ნაცვლად, იმუშავონ პარლამენტში და მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics