|
2021-11-15 20:03:10, 1196 ნახვა
სამართალი
შატილის ავტოსაგზაო შემთხვევაში, ბრალდებულები - ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულები - ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, მიკროავტობუსის მესაკუთრეს 7 წლით, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. "2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს "ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, შატილიდან თბილისში დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი შატილის გზაზე 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2020 წლის 23 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიკროავტობუსის მესაკუთრე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ტურისტული კომპანიის დირექტორი სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 220' მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)