12:21 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 23:37:55, 1491 ნახვა

სამართალი
ციხის მთავარი ექიმი - სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ვიდეო

პენიტენციური სამსახური გლდანის ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ციხე წითელ ზონად არ გამოცხადებულა. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მომსახურე პერსონალს სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია და სხვა პატიმრებს არ აქვთ კორონავირუსის სიმპტომები.

მანანა ელეფტეროვამ მოუწოდა კოლეგებს, თავი შეიკავონ "სიტუაციის დრამატიზებისგან" პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე.

"მიხეილ სააკაშვილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ #18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება", — განაცხადა მან.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics