|
2021-11-12 21:56:30, 866 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- ნაციონალური მოძრაობა არა უბრალოდ მიდის, არამედ მიექანება დასასრულისკენ
ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები, სააკაშვილი არის ციხეში და ყველა ძალიან მალე შეეგუება იმას, რომ ის იქ მინიმუმ 6 წელი იქნება. ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან მალე დასრულდება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამას ხელს უწყობს ამ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებები, რაც ძალიან თვალსაჩინოა და კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ არა უბრალოდ მიდის, არამედ მიექანება დასასრულისკენ. ამის ნიშანია ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ მძიმედ წააგეს ადგილობრივი არჩევნები. მძიმე ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები, მათ შორის იმ შიდა პროცესების გამო, რაც „ქართულ ოცნებაში“ წარიმართა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ორი კრიმინალი გათავისუფლდა ამ პერიოდში, რაც, ბუნებრივია, აისახა საზოგადოების დამოკიდებულებაზე სამართლის უზენაესობის მიმართ და ა.შ. ბუნებრივია, ძალიან რთული წელიწადი იყო, თუმცა ჩვენ მაინც გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ჩვენი ხელისუფლების მყარი ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები, სააკაშვილი არის ციხეში და ყველა ძალიან მალე შეეგუება იმას, რომ ის იქ მინიმუმ 6 წელი იქნება. ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან მალე დასრულდება. ამას ხელს უწყობს ამ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებები, რაც ძალიან თვალსაჩინოა და კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მომდევნო დღეებში. რეალურად ამ 200-300-კაციანი აქციებით ისინი თავს იზიანებენ და საკუთარი თავის დემორალიზაციას ახდენენ. ეს პროცესი თავისით მივა ბოლომდე და ამას დიდი დრო არ დასჭირდება“, - აცხადებს კობახიძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)