|
2021-11-12 21:15:32, 727 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - უხერხულობას ის კადრები გვიქმნის, ომის დროს რომ ფორთხავდა, აქ არავინ აფორთხიალებდა
მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებული კადრები ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა, უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თავად ფორთხავს, აქ არავინ აფორთხიალებდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა უხარია და კადრები, რომელიც გავრცელდა, არავისთვის იყო სასიამოვნო. „რაც შეეხება კადრებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არც ჩემთვის, არ იყო სასიამოვნო სანახავი. არც ერთ ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა არ უხარია. როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ პატიმარი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართ იძულების რაღაც ღონისძიება უნდა გამოიყენო, თორემ სხვაგვარად სამართალდამცველები ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას. ეს სასიამოვნო სანახავი არც ერთი შემთხვევაში არ არის ისევე, როდესაც რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის უსიამოვნო სანახავი. ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ბევრ ტყუილს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და მათი ტელევიზიები იტყუებოდნენ, მაგალითად ის, რომ 30 მეტრში ჩამოიყვანეს სააკაშვილი, გაატარეს პატიმრების თვალწინ, ვნახეთ, რომ მიიყვანეს შენობასთან. მოუწიათ იძულების წესით შეეყვანათ იმ საკანში თუ პალატაში, ამის შემდეგ ვნახეთ ჩვენ ის კადრები, რაც იყო უსიამოვნო სანახავი. რაც შეეხება იმას, ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა, უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თავად ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ და თვითონ, როდესაც ფორთხავს, აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა. მაშინ ყველა ქართველს შერცხვა მისი საქციელის. ამ კადრებით ისიც დადასტურდა, რომ ყველა ტყუილი გამოაშკარავდა და რაც მნიშვნელოვანია, თავად ითხოვდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და ე.წ. მედიამენეჯერები, თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროონ კადრები. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოგეწონათ, ამის შემდეგ გადახვედით სამწუხაროდ, სხვა კამპანიაზე, რომ უხერხულია თურმე ეს კადრები“, – განაცხადა მდინარაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)