21:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 12:28:10, 840 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კოვზანაძე - კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ

„ქვეყანაში  რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია-ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ" -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს  აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც. „მაგრამ, რეალობა არის ის რომ ყოველდღიურად გვყავს 5000 -დან 6000-მდე ინფიცირებული, ასევე  გვყავს 50-70 და მეტი გარდაცვლილი, საშინელებაა.

კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი  ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, კვდება ისე, რომ ახლობლებსაც ვერ ხედავს, ოჯახს ვერ ემშვიდობება ....ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ. საჭიროა სწრაფი და უფრო მეტად  ეფექტური ღონისძიებები"-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას.
 
„აიცერით!!! აცრა არის ის რაც გარდატეხას შეიტანს კოვიდინფექციის გავრცელებაში, დაგიცავთ თქვენ და დაიცავს თქვენი ოჯახის წევრებს" განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics