08:25 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 17:47:43, 786 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - გადავდივართ ახალ საპროტესტო მოძრაობაზე, მივალთ ყველგან, სადაც მკვლელები იკრიბებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპროტესტო აქციების მორგი სერიას აანონსებს.

როგორც ოპოზიციის ლიდერმა სუს-თან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მივლენ ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და მათ შეახსენებენ, რომ "დამნაშავეები" არიან.

"საზოგადოებას ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, ხაზგასმით მშვიდობიანად სადაც ეს მკვლელები იკრიბებიან, რათა ვუთხრათ, რომ არიან მკვლელები, სადაც ეს დამნაშავეები იკრიბებიან, ვუთხრათ, არიან დამნაშავეები", - თქვა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით, ხვალინდელი სამოქმედო გეგმის დეტალებს მოგვიანებით გააჟღერებს.

ცნობითვის, რამდენიმე დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics