|
2021-11-11 16:03:01, 658 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება, სანამ ეს რეჟიმი მშვიდობიანად არ ჩამოინგრევა
არ იქნება მოსვენება,სანამ ეს რეჟიმი ჩამოინგრევა. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსები, საკრებულოს წევრები მხოლოდ ძალადობაზე და შიშზე დგანან. „არ იქნება მოსვენება, მეთოდურად ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, მშვიდობიანად ჩამოინგრევა. არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი ძალადობისა, არ და ვერ ექნება სადმე შეჭრისა, არ და ვერ ექნება ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენებისა, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა, მართალი ხალხი იქცევა ისე, როგორც ვიქცევით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მართალი ხალხი მშვიდობიანად, მტკიცედ და ურყევად იბრძვის და ასე ანგრევს რეჟიმს. დიახაც, ხანგრძლივი, ხალხმრავალი, უწყვეტი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს ყოველდღიურად. რამდენ ადამიანს დაიჭერენ? გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. აბსოლუტურად სწორ ადგილას როგორ აკავებდნენ ადამიანებს იმ ყველაფრის შიშით, რომ ხელისუფლებამ მიტაცებული ძალაუფლება არ დაკარგოს, მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს ასე მოხდება. ადამიანები ფეხით სავალ ნაწილზე იდგნენ, ინტერვიუებს იძლეოდნენ და ასე იტაცებდნენ. პოლიტიკოსები, საკრებულოს წევრები მხოლოდ ძალადობაზე და შიშზე დგანან. ხელისუფლებამ იცის, რომ სხვა გზა მას უბრალოდ არ აქვს, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის აქტიურად მისი მოწინააღმდეგე ამ მცირე ქვეყანაში, საიდანაც დაცალეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქვეყნიდან გასული. ამიტომ, 46-ს დაიჭერენ? 4 000-ს დაიჭერენ? არაფერი, მეთოდურად რეჟიმი წაიქცევა, გაშიშვლდება ბოლომდე საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)